Skip to content

Teen Choice Awards 2014 ონლაინში მთლიანი შოუ

August 13, 2014

10 აგვისტოს გაიმართა თინეიჯერ/ახალგაზრდათა რჩეულთა დაჯილდოება.დაჯილდოების წამყვანები იყვნენ ტაილერ პოუზი და სარა ჰაილანდი.

 

 

 

 

 

უყურეთ მთლიან შოუს :

 

ნომინანტთა და გამარჯვებულთა სრული სია :

MOVIES

Choice Movie: Action
“Divergent” – WINNER
“Edge of Tomorrow”
“Godzilla”
“Maleficent”
“The Mortal Instruments: City of Bones”

Choice Movie Actor: Action
Jamie Campbell Bower, “The Mortal Instruments: City of Bones”
Kellan Lutz, “The Legend of Hercules”
Mark Wahlberg, “Lone Survivor”
Theo James, “Divergent” – WINNER
Tom Cruise, “Edge of Tomorrow”

Choice Movie Actress: Action
Emily Blunt, “Edge of Tomorrow”
Lily Collins, “The Mortal Instruments: City of Bones”
Elle Fanning, “Maleficent”
Angelina Jolie, “Maleficent”
Shailene Woodley, “Divergent” – WINNER

Choice Movie: Sci-Fi/Fantasy
“Captain America: The Winter Soldier”
“X-Men: Days of Future Past”
“The Amazing Spider-Man 2”
“The Hunger Games: Catching Fire” – WINNER
“Thor: The Dark World”

Choice Movie Actor: Sci-Fi/Fantasy
Chris Evans, “Captain America: The Winter Soldier”
Andrew Garfield, “The Amazing Spider-Man 2”
Chris Hemsworth, “Thor: The Dark World”
Liam Hemsworth, “The Hunger Games: Catching Fire”
Josh Hutcherson, “The Hunger Games: Catching Fire” – WINNER

Choice Movie Actress: Sci-Fi/Fantasy
Halle Berry, “X-Men: Days of Future Past”
Scarlett Johansson, “Captain America: The Winter Soldier”
Jennifer Lawrence, “The Hunger Games: Catching Fire” and “X-Men: Days of Future Past” – WINNER
Natalie Portman, “Thor: The Dark World”
Emma Stone, “The Amazing Spider-Man 2”

Choice Movie: Drama
“American Hustle”
“Heaven Is for Real”
“Million Dollar Arm”
“The Fault in Our Stars” – WINNER
“Veronica Mars”

Choice Movie Actor: Drama
Bradley Cooper, “American Hustle”
Russell Crowe, “Noah”
Jason Dohring, “Veronica Mars”
Ansel Elgort, “The Fault in Our Stars” – WINNER
Jon Hamm, “Million Dollar Arm”

სრული ვერსია იხილეთ შემდეგ  << ლინკზე  >>

Advertisements

მეამბოხე სული / Rebelde Way

August 8, 2014

      მეამბოხე სული პოპულარული არგენტინული სერიალია. სერიალი 2002 წელს გამოვიდა და 2003ში დასრულდა.2 წარმატებული სეზონი და 318 სერია საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სერიალი უბადლოდ წარმატებულთა სიაში შესულიყო.

 

 

 

მოქმედება ვითარდება არგენტინის ელიტარულ კოლეჯში ( Elite Way ) , სადაც სწავლობენ როგორც მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები, ასევე ნიჭიერი ბავშვები დაბალი სოციალური ფენიდან, რომელთაც დაფინანსების მოპოვება შეძლეს.სერიალი მოგვითხრობს სტუდენტების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ცხოვრებასა და პრობლემებზე..მათი პრობლემები ყოველდღიურია, ისინი ძალიან გვანან ჩვენს პრობლემებს.ასაკი, რომელშიც მოსწავლეები იმყოფებიან, რთულია.როცა 15 წლის ხარ სამყაროს სხვა თვალით უყურებ.ზოგს ვარდისფერი სათვალე უკეთია, ზოგს შავი..და მაინც მათ უწევთ ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება.მაყურებელი აღტაცებაში მოდის როცა ხედავს პერსონაჟების დაუოკებელ მეამბოხე სულებს, რომლებიც არასოდეს გაჩერდებიან, სანამ სამართლიანობას არ დაინახავენ.

ამ სერიალში ყველაფერია, რაც შეიჩლება თინეიჯერს მოსწონდეს: სიყვარული,მეგობრობა,ბოროტება,სწავლა,მოდა,ღალატი,სიმღერა,სპორტი..

სერიალი საქართველოში რუსთავი 2-ზე გადიოდა და ყველა ახალგაზრდა უყურებდა.ეს იყო იმ დროის გადატრიალება.რასაკვირველია ქართველები ისე ვერ ვიქცევით, როგორც სერიალში, თუმცა სერიალის ყურების დროს მაინც განვიცდიდით მათ ისტორიებს.

მეამბოხეთა შორის იყო გამორჩეული ოთხეული : მარისა პია სპირიტო/Camila Bordonaba
                                                                                                     პაბლო ბუსტამანტე/Benjamín Rojas
                                                                                                     მია კალუჩი/Luisana Lopilato
                                                                                                     მანუელ აგირე/Felipe Colombo

ისინი ერთად მღეროდნენ ჯგუფ Erreway-ში, რომლის ჩამოყალიბების იდეა მეამბოხე სულის გადაღებებამდე 5-6 წლით ადრე გაუჩნდა პროდიუსერ კრის მორენას.Chiquititas არგენტინული სერიალია, რომელიც მოზარდებზე და ბავშვებზეა გათვლილი.სერიალი 1996-2001 წლებში გადიოდა.კამილა/მარისა პირველი იყო რომელიც ამ სერიალში გამოჩნდა 1996 წელს, პატოს როლში.1999-ში მან დატოვა სერიალი და მოგვიანებით დაბრუნდა როგორც კამილა ბუსტილო.სერიალის პოპულარობამ დიდ საზღვრებს მიაღწია.მისი მექსიკური და ბრაზილიული ვერსიებიც გადაიღეს.სწორედ მექსიკურ ვერსიაში გამოჩნდა ფელიპე/მანუელი და ორიგინალ სერიალს 1999 წელს ლუისიანასთან/მიასთან ერთად შეუერთდა.ბენჟამინი/პაბლო კი 1998 წელს შეუერთდა მსახიობებს.2001 წელს კი ოთხივემ გააგრძელა მონაწილეობა Chiquititas-ს სპინოფში Chiquititas: Rincón de Luz.ამ სერიალში მათ აღმოაჩინეს სიმღერის ტალანტი..სწორედ აქედან დაიწყო ერევეის ისტორია.
2002 წლიდან კი მეამბოხე სულში დაიწყო მათი კარიერა.

 

 

 

მათ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერეს Señales, Tiempo და Memoria..და 3 მილიონი ალბომი გაყიდეს.2005 წელს ჯგუფი ლუისიანამ დატოვა.ერევეი მაინც განაგრძობდა სიმღერების წერას.ჯგუფი არ გაჩერებულა, თუმცა 2009 წელს ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა.

2012 წლიდან დღემდე ფელიპე და ბენჯამინი ერთად მღერიან ჯგუფ როკოში ( Roco ) .

ვისაც ერთი სერია მაინც ნანახი აქვს, შეუძლებელია გულგრილი იყოს ამ სერიალისა და პერსონაჟების მიმართ.მეამბოხე სულმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ბევრ საკითხე დაგვაფიქრა და ახლაც, 12 წლის შემდეგაც არ განელებულა ამ სერიალისადმი ინტერესი.ცრემლები, რომელიც ამ სერიალის ყურების დროს წამოგივათ, იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ის მართლა ჩვენს გულში აღწევს.მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავთ ეს სერიალი, რადგან წინ უდიდესი ბედნიერება ელით.  მეამბოხე სული საუკეთესო სერიალია!!!

სამწუხაროდ სერიალი ქართულად არ მოიპოვება ინტერნეტში.რუსულ ენაზე კი შეგიძლიათ ამ ლინკზე გადასვლით უყუროთ.

ქართული ფასდაკლების საიტები ( 2 )

August 23, 2013

ეს სია პირველი ნაწილის გაგრძელებაა და ახალ ფასდაკლების საიტებს აერთიანებს.

                                                 იხილეთ სიის პირველი ნაწილი

http://www.vaucheri.ge/

http://www.off.ge/

http://restopass.ge/  ( რესტორნები და კვების ობიექტები )

http://bigsale.ge/

http://www.minda.es/

http://loop.ge/

http://spend.ge/

http://boombox.ge/

http://cheap.ge/

http://mydeal.ge/

http://mygold.ge/

Teen Choice Awards 2013 ონლაინში (სრული ვერსია)

August 12, 2013

თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება 2013 ორშაბათს, 11 აგვისტოს გაიმართა.

              უყურეთ სრულ დაჯილდოებას ონლაინში

ნომინანტები და გამარჯვებულები:

Movies

Choice Movie: Action

“G.I. Joe: Retaliation”

“Iron Man 3″

“Skyfall”

“The Bourne Legacy”

“The Dark Knight Rises”

 

Choice Movie Actor: Action

Christian Bale, “The Dark Knight Rises”

Daniel Craig, “Skyfall”

Robert Downey, Jr., “Iron Man 3″

Chris Hemsworth, “Red Dawn”

Dwayne Johnson, “G.I. Joe: Retaliation”

 

Choice Movie Actress: Action

Jessica Biel, “Total Recall”

Anne Hathaway, “The Dark Knight Rises”

Adrianne Palicki, “G.I. Joe: Retaliation”

Gwyneth Paltrow, “Iron Man 3″

Rachel Weisz, “The Bourne Legacy”

 

Choice Movie: Sci-Fi/Fantasy

“Beautiful Creatures”

“Iron Man 3″

“Oblivion”

“Oz the Great and Powerful”

“The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2″

 

Choice Movie Actor: Sci-Fi/Fantasy

Tom Cruise, “Oblivion”

Robert Downey, Jr., “Iron Man 3″

James Franco, “Oz the Great and Powerful”

Taylor Lautner, “The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2″

Robert Pattinson, “The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2″

 

Choice Movie Actress: Sci-Fi/Fantasy

Mila Kunis, “Oz the Great and Powerful”

Gwyneth Paltrow, “Iron Man 3″

Saoirse Ronan, “The Host”

Kristen Stewart, “The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2″

Michelle Williams, “Oz the Great and Powerful”

                           სრული სია იხილეთ ამ ლინკზე

ფილმად ქცეული წიგნები

August 10, 2013

“ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს” – ჯორდანო ბრუნო

ყოველი ადამიანისთვის ეს სამყარო განსაკუთრებული და ინდივიდუალურია.წიგნის გმირებს, სიტუაციებს, გარემოებებს ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე გონებაში. აღწერის წაკითხვისას თვალწინ გვიდგება მოქმედება ჩვენი ლამაზი გმირებით და ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი პერსონაჟები ჩვენეული სახით, რომელიც არსად, არავის გონებაში არ გამოისახება.

largelarge წიგნზე დაყრდნობილი ფილმი მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის გონებაში შეღწევაა…მისი წარმოსახვის ხილვა. კარგი წიგნი ხშირად გამხდარა მრავალი რეჟისორის შთაგონების წყარო. ჩვენ სიამოვნებით შევდივართ მათ სამყაროში და ვადარებთ მას საკუთარს;და რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს ფილმი წიგნი ყოველთვის უკეთესი იქნება!          

ახლა კი წარმოგიდგენთ სამი ცნობილი წიგნის ეკრანიაზაციას :                              

1) გი დე მოპასანი – ლამაზი მეგობარი

წიგნის ორიგინალი სახელწოდებაა Bel Ami (ფრანგული) . პირველად გამოიცა 1885 წელს . ინგლისური თარგმანი კი 1903 წელს. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯურნალისტ ჟორჟ დიურუას ცხოვრების შესახებ, რომელიც არამზადა და უზნეო გზებით ცდილობს მიზნის მიღწევას.

ფილმის ეკრანიზაცია რამდენჯერმე როხდა : Bel Ami (1939), The Private Affairs of Bel Ami (1947) , 1971 წლის სერიალი , 1976 წელს, 2005 წელს და უახლესი 2012 წელს, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და უმა თურმანი ასრულებენ.

უყურეთ Bel Ami 2012 ონლაინში

2) შტეფან ცვაიგი – უცნობი ქალის წერილი

წიგნის ორიგინალი დასახელებაა Brief einer Unbekannten . ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის ეს მოთხრობა 1922 წელს გამოიცა. სიუჟეტი მოგვითხრობს მდიდარი მწერალი მამაკაცის შესახებ, რომელიც თავის დაბადების დღეს მიიღებს წერილს უცნობი ქალისგან, რომელიც მას არ ახსოვს და რომელსაც იგი სამყაროზე მეტად უყვარდა . ამ წერილში აღწერილია ამ ქალის ცხოვრება და განცდები . მოთხრობა ძალიან ემოციურია და მკითხველს ცრემლის გარეშე არ ტოვებს.

ნაწარმოების ეკრანიზაცია რამოდენიმეჯერ მოხდა.წარმოგიდგენთ 1948 წლის ეკრანიზაციას.

უყურეთ უცნობი ქალის წერილი 1948 ონლაინში

 

 

 

                                                                            3) ოსკარ უაილდი – იდეალური ქმარი

წიგნის ორიგინალი დასახელებაა An Ideal Husband (ინგლისური) . ეს არის ოსკარ უაილდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პიესა . პიესდა გამოიცა 1895 წელს. მოქმედება ლონდონში ხდება.პიესა 4 მოქმედებისგან შედგება. სულ 4 ეკრანიზაცია არსებობს : 1935, 1947, 1998, და ყველაზე პოპულარული 1999, რომელშიც მთავარ როლს ისეთი ცნობილი მსახიობი ასრულებს, როგორიცაა ქეით ბლანშეტი.

                                                                                                         უყურეთ იდეალური ქმარი ქართულად ონლაინში

10 პროდუქტი რომელიც გვეხმარება გვქონდეს მკვრივი და ბრტყელი მუცელი

July 5, 2013

      1.ლობიო (და სხვა მარცვლები) – ის თქვენს კუჭს ავსებს და შედეგად    ნაკლებს საკვებს მიირთმევთ.

2.ისპანახი–ის ძალიან სასარგებლოა და ერთი ჭიქა საშუალოდ მხოლოდ 40 კალორიას შეიცავს.

3.ავოკადო–ის სიმშილის გრძნობას ამცირებს და აჩქარებს კალორიების წვას.

4.ღორის ხორცი–რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიმართლეა.მიიღეთ 6 უნცია ღორის ხორცი და დაინახავთ შედეგს.

5.გრეიფრუტი–მიჩნეულია, რომ თუ მიიღებთ დიეტის დროს გრეიფრუტს, ის მხოლოდ წონის კლებაში დაგეხმარებათ და სხვა ცვლილებებს არ გამოიწვევს.

6.ვაშლი–გამარაგებთ ენერგიით.

7.კვერცხი–ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც კუნთების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში გვეხმარება.

8.თხილის კარაქი–მისი მცირე რაოდენობა სიმსუქნესთან ბრძოლას უწყობს ხელს.

9.სოკო–შეიცავს D ვიტამინს, რომელიც მუცლის სიმსუქნეს ამცირებს.

10.ინდაურის ხორცი–ის დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წონის დაკარგვის პარარელურად ინარჩუნებთ კუნთებს.

წყარო http://beautifulshoes.org

რა ვითამაშოთ Facebook–ზე

June 22, 2013

რაღაც მომენტში როცა არც არავინ გწერთ და არც რაიმე საინტერესო ხდება ყველა მივმართავთ გართობის ხერხს–ონლაინ თამაშებს.Facebook–ზე ასეთი თამაშები ბევრია.გაგიზიარებთ ისეთ თამაშებს რომლებსაც თავად ვთამაშობ მსგავს დროს.

1) Songpop

ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ შეეჯიბროთ თქვენს ფბ მეგობარს სიმღერების გამოცნობაში. კატეგორიათა მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ იყოთ ლიდერი საყვარელ ჟანრში. 5 სიმღერა იქნება ამ ჟანრიდან და ქულები იმის მიხედვით გეწერებათ, თუ რამდენად სწრაფად გამოიცნობთ ამ სიმღერებს.

2) Drawmything

ეს ხატვის მოყვარულებისთვისა არის. შეგიძლიათ ეთამაშოთ როგორც უცხოებს ასევე მეგობრებს. მოცემული გექნებათ ერთი სიტყვა რომელიც უნდა დახატოთ იმდენად კარგად რომ სხვებმა შეძლონ და გამოიცნონ . კარგი ის არის რომ ფერებში ხატვაც შეგიძლიათ. გეწერებათ ქულები და ბოლოს გამარჯვებულიც ვლინდება.

3) Playgembackgammon

ნარდის მოყვარულებისთვის ეს თამაში მისწრებაა . შეგიძლიათ ეთამაშოთ როგორც ფბ მეგობარს ისევე უცხოს. გაქვთ ჩიპები რომლების წაგება/მოგების შემთხვევაში შესაბამისად გაკლდებათ/გემატებათ.

4) Qilox

ამას მაინცდამაინც ახსნა არ ჭირდება უბრალოდ ნახეთ.

5) The-logo-game

სათაურიდანვე ჩანს რომ ლოგოები უნდა გამოიცნოთ.

6) Texas holdem

ონლაინ პოკერი .. ვინც იცის იცის .

7) Mall world game

ეს თამაში გოგონებისთვის არის. ჩემი აზრით საუკეთესო თამაშია ამ ჟანრში. გაქვს მაღაზია.ყიდი ტანსაცმელებს.თავადაც ყიდულობ შენი პერსონაჟისთვის. იღებ მონაწილეობას მოდურ კვირეულებში.

8) Pet city

მათთვის ვისაც ცხოველები უყვარს და ძალიან უნდათ რომ ყავდეთ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი . თამაში ძალიან გავს ძველ facebook–ის თამაშ petville–ს რომელიც დახურეს და რომელსაც დიდი რაოდენობის მომხმარებელი ყავდა.