Skip to content

რა ვითამაშოთ Facebook–ზე

June 22, 2013

რაღაც მომენტში როცა არც არავინ გწერთ და არც რაიმე საინტერესო ხდება ყველა მივმართავთ გართობის ხერხს–ონლაინ თამაშებს.Facebook–ზე ასეთი თამაშები ბევრია.გაგიზიარებთ ისეთ თამაშებს რომლებსაც თავად ვთამაშობ მსგავს დროს.

1) Songpop

ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ შეეჯიბროთ თქვენს ფბ მეგობარს სიმღერების გამოცნობაში. კატეგორიათა მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ იყოთ ლიდერი საყვარელ ჟანრში. 5 სიმღერა იქნება ამ ჟანრიდან და ქულები იმის მიხედვით გეწერებათ, თუ რამდენად სწრაფად გამოიცნობთ ამ სიმღერებს.

2) Drawmything

ეს ხატვის მოყვარულებისთვისა არის. შეგიძლიათ ეთამაშოთ როგორც უცხოებს ასევე მეგობრებს. მოცემული გექნებათ ერთი სიტყვა რომელიც უნდა დახატოთ იმდენად კარგად რომ სხვებმა შეძლონ და გამოიცნონ . კარგი ის არის რომ ფერებში ხატვაც შეგიძლიათ. გეწერებათ ქულები და ბოლოს გამარჯვებულიც ვლინდება.

3) Playgembackgammon

ნარდის მოყვარულებისთვის ეს თამაში მისწრებაა . შეგიძლიათ ეთამაშოთ როგორც ფბ მეგობარს ისევე უცხოს. გაქვთ ჩიპები რომლების წაგება/მოგების შემთხვევაში შესაბამისად გაკლდებათ/გემატებათ.

4) Qilox

ამას მაინცდამაინც ახსნა არ ჭირდება უბრალოდ ნახეთ.

5) The-logo-game

სათაურიდანვე ჩანს რომ ლოგოები უნდა გამოიცნოთ.

6) Texas holdem

ონლაინ პოკერი .. ვინც იცის იცის .

7) Mall world game

ეს თამაში გოგონებისთვის არის. ჩემი აზრით საუკეთესო თამაშია ამ ჟანრში. გაქვს მაღაზია.ყიდი ტანსაცმელებს.თავადაც ყიდულობ შენი პერსონაჟისთვის. იღებ მონაწილეობას მოდურ კვირეულებში.

8) Pet city

მათთვის ვისაც ცხოველები უყვარს და ძალიან უნდათ რომ ყავდეთ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი . თამაში ძალიან გავს ძველ facebook–ის თამაშ petville–ს რომელიც დახურეს და რომელსაც დიდი რაოდენობის მომხმარებელი ყავდა.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: