Skip to content

ფილმად ქცეული წიგნები

August 10, 2013

“ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს” – ჯორდანო ბრუნო

ყოველი ადამიანისთვის ეს სამყარო განსაკუთრებული და ინდივიდუალურია.წიგნის გმირებს, სიტუაციებს, გარემოებებს ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე გონებაში. აღწერის წაკითხვისას თვალწინ გვიდგება მოქმედება ჩვენი ლამაზი გმირებით და ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი პერსონაჟები ჩვენეული სახით, რომელიც არსად, არავის გონებაში არ გამოისახება.

largelarge წიგნზე დაყრდნობილი ფილმი მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის გონებაში შეღწევაა…მისი წარმოსახვის ხილვა. კარგი წიგნი ხშირად გამხდარა მრავალი რეჟისორის შთაგონების წყარო. ჩვენ სიამოვნებით შევდივართ მათ სამყაროში და ვადარებთ მას საკუთარს;და რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს ფილმი წიგნი ყოველთვის უკეთესი იქნება!          

ახლა კი წარმოგიდგენთ სამი ცნობილი წიგნის ეკრანიაზაციას :                              

1) გი დე მოპასანი – ლამაზი მეგობარი

წიგნის ორიგინალი სახელწოდებაა Bel Ami (ფრანგული) . პირველად გამოიცა 1885 წელს . ინგლისური თარგმანი კი 1903 წელს. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯურნალისტ ჟორჟ დიურუას ცხოვრების შესახებ, რომელიც არამზადა და უზნეო გზებით ცდილობს მიზნის მიღწევას.

ფილმის ეკრანიზაცია რამდენჯერმე როხდა : Bel Ami (1939), The Private Affairs of Bel Ami (1947) , 1971 წლის სერიალი , 1976 წელს, 2005 წელს და უახლესი 2012 წელს, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და უმა თურმანი ასრულებენ.

უყურეთ Bel Ami 2012 ონლაინში

2) შტეფან ცვაიგი – უცნობი ქალის წერილი

წიგნის ორიგინალი დასახელებაა Brief einer Unbekannten . ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის ეს მოთხრობა 1922 წელს გამოიცა. სიუჟეტი მოგვითხრობს მდიდარი მწერალი მამაკაცის შესახებ, რომელიც თავის დაბადების დღეს მიიღებს წერილს უცნობი ქალისგან, რომელიც მას არ ახსოვს და რომელსაც იგი სამყაროზე მეტად უყვარდა . ამ წერილში აღწერილია ამ ქალის ცხოვრება და განცდები . მოთხრობა ძალიან ემოციურია და მკითხველს ცრემლის გარეშე არ ტოვებს.

ნაწარმოების ეკრანიზაცია რამოდენიმეჯერ მოხდა.წარმოგიდგენთ 1948 წლის ეკრანიზაციას.

უყურეთ უცნობი ქალის წერილი 1948 ონლაინში

 

 

 

                                                                            3) ოსკარ უაილდი – იდეალური ქმარი

წიგნის ორიგინალი დასახელებაა An Ideal Husband (ინგლისური) . ეს არის ოსკარ უაილდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პიესა . პიესდა გამოიცა 1895 წელს. მოქმედება ლონდონში ხდება.პიესა 4 მოქმედებისგან შედგება. სულ 4 ეკრანიზაცია არსებობს : 1935, 1947, 1998, და ყველაზე პოპულარული 1999, რომელშიც მთავარ როლს ისეთი ცნობილი მსახიობი ასრულებს, როგორიცაა ქეით ბლანშეტი.

                                                                                                         უყურეთ იდეალური ქმარი ქართულად ონლაინში

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: