Skip to content

მეამბოხე სული / Rebelde Way

August 8, 2014

      მეამბოხე სული პოპულარული არგენტინული სერიალია. სერიალი 2002 წელს გამოვიდა და 2003ში დასრულდა.2 წარმატებული სეზონი და 318 სერია საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სერიალი უბადლოდ წარმატებულთა სიაში შესულიყო.

 

 

 

მოქმედება ვითარდება არგენტინის ელიტარულ კოლეჯში ( Elite Way ) , სადაც სწავლობენ როგორც მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები, ასევე ნიჭიერი ბავშვები დაბალი სოციალური ფენიდან, რომელთაც დაფინანსების მოპოვება შეძლეს.სერიალი მოგვითხრობს სტუდენტების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ცხოვრებასა და პრობლემებზე..მათი პრობლემები ყოველდღიურია, ისინი ძალიან გვანან ჩვენს პრობლემებს.ასაკი, რომელშიც მოსწავლეები იმყოფებიან, რთულია.როცა 15 წლის ხარ სამყაროს სხვა თვალით უყურებ.ზოგს ვარდისფერი სათვალე უკეთია, ზოგს შავი..და მაინც მათ უწევთ ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება.მაყურებელი აღტაცებაში მოდის როცა ხედავს პერსონაჟების დაუოკებელ მეამბოხე სულებს, რომლებიც არასოდეს გაჩერდებიან, სანამ სამართლიანობას არ დაინახავენ.

ამ სერიალში ყველაფერია, რაც შეიჩლება თინეიჯერს მოსწონდეს: სიყვარული,მეგობრობა,ბოროტება,სწავლა,მოდა,ღალატი,სიმღერა,სპორტი..

სერიალი საქართველოში რუსთავი 2-ზე გადიოდა და ყველა ახალგაზრდა უყურებდა.ეს იყო იმ დროის გადატრიალება.რასაკვირველია ქართველები ისე ვერ ვიქცევით, როგორც სერიალში, თუმცა სერიალის ყურების დროს მაინც განვიცდიდით მათ ისტორიებს.

მეამბოხეთა შორის იყო გამორჩეული ოთხეული : მარისა პია სპირიტო/Camila Bordonaba
                                                                                                     პაბლო ბუსტამანტე/Benjamín Rojas
                                                                                                     მია კალუჩი/Luisana Lopilato
                                                                                                     მანუელ აგირე/Felipe Colombo

ისინი ერთად მღეროდნენ ჯგუფ Erreway-ში, რომლის ჩამოყალიბების იდეა მეამბოხე სულის გადაღებებამდე 5-6 წლით ადრე გაუჩნდა პროდიუსერ კრის მორენას.Chiquititas არგენტინული სერიალია, რომელიც მოზარდებზე და ბავშვებზეა გათვლილი.სერიალი 1996-2001 წლებში გადიოდა.კამილა/მარისა პირველი იყო რომელიც ამ სერიალში გამოჩნდა 1996 წელს, პატოს როლში.1999-ში მან დატოვა სერიალი და მოგვიანებით დაბრუნდა როგორც კამილა ბუსტილო.სერიალის პოპულარობამ დიდ საზღვრებს მიაღწია.მისი მექსიკური და ბრაზილიული ვერსიებიც გადაიღეს.სწორედ მექსიკურ ვერსიაში გამოჩნდა ფელიპე/მანუელი და ორიგინალ სერიალს 1999 წელს ლუისიანასთან/მიასთან ერთად შეუერთდა.ბენჟამინი/პაბლო კი 1998 წელს შეუერთდა მსახიობებს.2001 წელს კი ოთხივემ გააგრძელა მონაწილეობა Chiquititas-ს სპინოფში Chiquititas: Rincón de Luz.ამ სერიალში მათ აღმოაჩინეს სიმღერის ტალანტი..სწორედ აქედან დაიწყო ერევეის ისტორია.
2002 წლიდან კი მეამბოხე სულში დაიწყო მათი კარიერა.

 

 

 

მათ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერეს Señales, Tiempo და Memoria..და 3 მილიონი ალბომი გაყიდეს.2005 წელს ჯგუფი ლუისიანამ დატოვა.ერევეი მაინც განაგრძობდა სიმღერების წერას.ჯგუფი არ გაჩერებულა, თუმცა 2009 წელს ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა.

2012 წლიდან დღემდე ფელიპე და ბენჯამინი ერთად მღერიან ჯგუფ როკოში ( Roco ) .

ვისაც ერთი სერია მაინც ნანახი აქვს, შეუძლებელია გულგრილი იყოს ამ სერიალისა და პერსონაჟების მიმართ.მეამბოხე სულმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ბევრ საკითხე დაგვაფიქრა და ახლაც, 12 წლის შემდეგაც არ განელებულა ამ სერიალისადმი ინტერესი.ცრემლები, რომელიც ამ სერიალის ყურების დროს წამოგივათ, იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ის მართლა ჩვენს გულში აღწევს.მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავთ ეს სერიალი, რადგან წინ უდიდესი ბედნიერება ელით.  მეამბოხე სული საუკეთესო სერიალია!!!

სამწუხაროდ სერიალი ქართულად არ მოიპოვება ინტერნეტში.რუსულ ენაზე კი შეგიძლიათ ამ ლინკზე გადასვლით უყუროთ.

One Comment leave one →
  1. August 9, 2014 5:10 pm

    axalgazrdobis vnebani 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: